მეორე ნაწილი
- 8 ვიდეოგაკვეთილი
- შეუზღუდავი წვდომა 4 თვის განმავლობაში
ფასი:15
ვიდეოგაკვეთილების მეორე ნაწილში დავიწყებთ სიტყვების მარაგის დაგროვებას. ვისწავლით იმ წესებს რომელიც აუცილებელია, რომ ამ ახალი სიტყვების გამოყენებით, ლაპარაკი დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ცოტა გრამატიკაც დაგვჭირდება, რომ ნასწავლი სიტყვები სწორად გადავაბათ ერთმანეთს და თავიდანვე ჩავუყაროთ საფუძველი ინგლისურ ენაზე სწორად საუბარს. ცოდნას ვამყარებთ სავარჯიშოებით და ვამოწმებთ ტესტებით. ამ ყველაფერს 8 გაკვეთილში შევძლებთ.
ვისთვისაა პირველი კურსი?
· დამწყებისთვის
· ვისაც სურს ინგლისურში ადრე მიღებული ცოდნის გაუმჯობესება
რა არ დაგჭირდება?
· ენის რაიმე წინასწარი ცოდნა
· ნერვიულობა, რომ რაღაცას ვერ იგებ და ვერ აკეთებ
როგორ შევიძინოთ გაკვეთილები?
გაკვეთილების შესაძენად, საჭიროა, ჩვენს საიტზე დარეგისტრირება. მხოლოდ ამის შემდეგ, შეგიძლია, შეიძინო შენთვის სასურველი ნაწილი. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ქართულ ან უცხოური საბანკო ბარათით.
რა ხდება გაკვეთილების შეძენის შემდეგ?
შეძენილ ნაწილზე შეუზღუდავი წვდომა გექნებათ ოთხი თვის განმავლობაში.
ერთი ანგარიში ერთი მომხმარებელი:
ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი ანგარიშიდან (ექაუნთიდან) გაკვეთილების ნახვა ერთდროულად ორი მოწყობოლობით შეუძლებელია, მაგალითად, ლეპტოპით და მობილურით ერთროულად ვერ უყურებ. ან ერთით უნდა ისარგებლო ან მეორით.
შეიძლება მქონდეს რამდენიმე ანგარიში? ან, თუ შეიძლება, შევიძინო სხვისთვის?
დიახ, ორივე შესაძლებელია.
როგორ ვიმეცადინოთ ჩვენი გაკვეთილებით?
ყველა გაკვეთილს მოჰყვება სარჩევი. სარჩევი გაძლევს საშუალებას, გადახვიდე გაკვეთილის ნებისმიერ მონაკვეთზე, რომელიც სარჩევშია მითითებული. გაკვეთილებში ჩადგმულია სავარჯიშოები და მითითებულია ზუსტი დრო, როცა სავარჯიშო ამოდის. სავარჯიშოში რამდენიმე ტესტია მოცემული თვითშემოწმების მიზნით. შენ შეგიძლია, გააკეთო ან გამოტოვო სავარჯიშო, ან დაუბრუნდე სავარჯიშოს ნებისმიერ დროს. თუ გსურს უკვე გაკეთებული სავარჯიშოს თავიდან გაკეთება, დააკლიკე ‘განაახლე ტესტი’. გაკვეთილზე დაბრუნება შეგიძლია ტესტების დასრულებით ან დაკლიკებით ‘გაკვეთილზე დაბურნება’. როცა სავარჯიშო გახსნილია და გსურს გაკვეთილის სხვა მონაკვეთზე ან სხვა გაკვეთილზე გადასვლა, ჯერ, დააკლიკე ‘გაკვეთილზე დაბრუნება’ და ამის შემდეგ მონიშნე გაკვეთილი, რომლის ნახვაც გსურს.
პროგრამა ყველაზე კარგად მორგებულია Google Chrome Browser-ზე, და განკუთვნილია კომპიუტერის, ლეპტოპისა და ნოუთბუქისთვის. მობილური ტელეფონით სარგებლობისას, შეიძლება, არ მოერგოს IOS და Android ზოგიერთ ვერსიას.
რას ისწავლი მეორე ნაწილში?
გეცოდინება 150 ინგლისური სიტყვა, მოახერხებ მისალმებას, გაცნობას, მარტივი კითხვების დასმას და კითხვაზე პასუხის გაცემას. ამაში, დაგეხმარება ზმნა to be, ნახავ თუ როგორ უნდა გამოიყენო ის პირის ნაცვალსახელებთან ერთად: I, you, he, she, it, we, they; ისწავლი მხოლობით და მრავლობით რიცხვში სიტყვების თქმას, ასევე, გაეცნობი ზმნის to be გამოყენებას ზედსართავ სახელებთან, განუსაზღვრელ არტიკლებს a და an, და ნახავ განსხვავებას მათ შორის, დაინახავ ასოს S განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინგლისურ ენაზე საუბრისას. ყველაფერ ამას პრაქტიკულად გამოიყენებ წინადადებებში, სახალისო ტექსტებში და დიალოგებში.
- I-you-he... 00:00 - 02:43
- სავარჯიშო 1 02:43 - 02:49
- I-you-he+speak 02:51 - 09:38
- სავარჯიშო 2 09:39 - 09:47
- ახალი სიტყვები 09:49 - 11:40
- ტექსტი 11:41 - 14:05
- სავარჯიშო 3 14:05 - 14:13