წესები და პირობები

წინამდებარე ვებ-გვერდის გამოყენება რეგულირდება შპს „ენ ბი არ“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404524788) მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით.

ტერმინები „კომპანია", „ჩვენ" გულისხმობს შპს “ენ ბი არ“-ს ხოლო ტერმინი „თქვენ", „მომხმარებელი" გულისხმობს პირს, რომელიც იყენებს კომპანიის ვებ-გვერდს www.nbr.ge

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდის გამოყენების პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, გთხოვთ, დატოვოთ კომპანიის ვებ-გვერდი.

ვებ-გვერდზე სტუმრობით, ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, ადასტურებთ და ეთანხმებით ითითებულ დანაწესებს, რომელიც შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს კომპანიის მიერ გარკვეული პერიოდულობით, რაც დაფიქსირდება მოცემულ ვებ-გვერდზე და ავტომატურად ნიშნავს შესაბამის პირობებზე დათანხმებას.

კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია, უმეტეს შემთხვევაში, განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინგლისური ენის შესწავლით.

ანგარიშის გახსნა

ჩვენს პლატფორმაზე აქტივობისთვის დაგჭირდებათ ანგარიში (ექაუნტი), მათ შორის კურსის შესაძენად და მასზე წვდომისთვის. ანგარიშის შექმნისას, თქვენ უნდა მოგვაწოდოთ და გააგრძელოთ ზუსტი და სრული ინფორმაციის მოწოდება, მათ შორის ნამდვილი ელექტრონული ფოსტის მისამართი. თქვენ გეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა თქვენს ანგარიშზე და ყველაფერზე რაც მოხდება თქვენს ანგარიშზე, მათ შორის ისეთ ზიანზე (ჩვენს ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ), რომელიც გამოწვეულია სხვის მიერ, ვინც თქვენი ნებართვის გარეშე იყენებდა თქვენს ანგარიშს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად თქვენს პაროლთან. თქვენ არ უნდა გადასცეთ თქვენი ანგარიში ან გამოიყენოთ სხვისი ანგარიში. თუ თქვენ დაგვიკავშირდებით ანგარიშზე წვდომის მოთხოვნით, ჩვენ არ მოგცემთ ასეთ წვდომას სანამ არ მოგვაწვდით ინფორმაციას, რომელიც გვჭირდება რათა დავადასტუროთ, რომ ხართ ანგარიშის მესაკუთრე. ანგარიშის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში, ანგარიში დაიხურება

თქვენ არავის არ უნდა გაუზიაროთ თქვენი ანგარიში (ექაუნთი) და პაროლი. თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რაც მოხდება თქვენს ანგარიშზე. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეგვატყობინოთ თუ გაიგებთ, რომ ვინმე იყენებს თქვენს ანგარიშს თქვენი თანხმობის გარეშე (ან თუ ეჭვობთ ნებისმიერ სხვა უსაფრთხოების დარღვევას). ჩვენ შესაძლოა მოვითხოვოთ თქვენგან ინფორმაცია, რათა დავადასტუროთ, რომ ნამდვილად ხართ ანგარიშის მესაკუთრე.

თქვენ უნდა იყოთ მინიმუმ 18 წლის, რომ შექმნათ ანგარიში.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ ანგარიში.

გაკვეთილების შეძენა და მუდმივი წვდომა

რეგისტრაციის გავლისა და გაკვეთილების შეძენის შემდეგ, თქვენ ჩვენგან იღებთ ლიცენზიას, რომ გაეცნოთ გაკვეთილების შინაარსს ჩვენი ონლაინ პლატფორმის მეშვეობით. ჩვენ ვართ ლიცენზიის გამცემი, რაც გულისხმობს იმას, რომ გაკვეთილების შინაარსი თქვენ გადმოგეცემათ ლიცენზიით და არა ყიდვით. აღნიშნული ლიცენზია არ გაძლევთ უფლებას, რომ გაყიდოთ გაკვეთილების შინაარსი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, ანგარიშის (ექაუნთის) ინფორმაციის გაზიარებით ან გაკვეთილების შინაარსის უკანონოდ გადმოწერით და შემდგომ გაზიარებით.

უფრო კონკრეტულად, ჩვენ განიჭებთ შეზღუდულ, არა-ექსკლუზიურ, არაგადაცემად ლიცენზიას, რომ გქონდეთ წვდომა და ნახოთ კურსი, რომლისთვისაც გადაიხადეთ ყველა საჭირო საფასური, მხოლოდ თქვენი პირადი, არაკომერციული, საგანმანათლებლო მიზნებისთვის კურსის მეშვეობით, წინამდებარე პირობების და ნებისმიერი სხვა პირობის ან შეზღუდვის გათვალისწინებით, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მომსახურებასთან.

ნებისმიერი სხვაგვარი გამოყენება აკრძალულია.

თქვენ არ შეგიძლიათ კურსის შინაარსის რედისტრიბუცია, გადაცემა, გაყიდვა, გამჟღავნება, ჩვენება, გაქირავება, გაზიარება, შეცვლა, ადაპტაცია, ქველიცენზირება ან ნებისმიერი სხვა ფორმით გადაცემა.

გაკვეთილების შინაარსი, არსებული ყველა მასალის ჩათვლით, წარმოადგენს შპს 'ენ ბი არ'-ის მატერიალურ და ინელექტუალუს საკუთრებას, რომლის ხელყოფისთვისაც დაგეკისრებათ სისხლის და სამოქალაქო სამართლის პასუხისმგებლობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად".

ჩვენ ზოგადად გაძლევთ მუდმივ წვდომას ლიცენზიაზე, როდესაც რეგისტრირდებით კურსზე. თუმცა, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ გავაუქმოთ ნებისმიერი წვდომის ლიცენზია და კურსის შინაარსის გამოყენება ნებიმსიერ დროს, თუ ჩვენ გადავწყვეტთ ან ვიქნებით ვალდებული, რომ გავაუქმოთ წვდომა კურსის შინაარსზე სამართლებრივი ან პოლიტიკის მიზეზების გათვალისწინებით.

მომხმარებელი საკუთარ ანგარიშზე შესვლას შეძლებს ავტორიზაციის საშუალებით (ლოგინი და პაროლი).

ერთი მომხმარელი - ერთი ანგარიში, ანუ შეუძლებელი იქნება ერთდროულად ერთიდაიგივე ექაუნთიდან შესვლა სხვადასხვა მოწყობილობებიდან და სხვადასხვა IP მისამართით.

გაკვეთილები

გამოწერის შემდგომ, გაკვეთილებზე წვდომა შესაძლებელი იქნება ვების (WWW), მობილური ტელეფონის, RSS არხის, მესამე პირების მიერ შექმნილი საკომუნიკაციო პლატფორმების და სხვა საშუალებებით.

გაკვეთილები დაყოფილია ნაწილებად, მაგალითად, პირველი კურსი არის 50 გაკვეთილი, რომლიც დაყოფილია 6 ნაწილად, თითოეულ ნაწილში შედის 8 ან მეტი. დეტალური ინფორმაცია გაკვეთილებზე მოცემულია ჩვენს ვებ-გვერდზე.

მომხმარებელს შეუძლია, მიიღოს დეტალური ინფორმაცია გაკვეთილების შესახებ ნაწილების აღწერის ან ვიდეო ტრეილერის/პრომოს საშუალებით.

კომპანიის უფლებები

ყველა უფლება და ინტერესი ჩვენს კურსებსა და პლატფორმებზე, მათ შორის ჩვენს ვებ-გვერდზე, არსებულ და სამომავლო პროგრამებზე, მონაცემთა ბაზებზე და მასალაზე, რომელსაც ჩვენი დასაქმებულები ან პარტნიორები წარადგენენ მომსახურების გზით არის და იქნება კომპანიის ექსკლუზიური საკუთრება. თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ გამოიყენოთ ჩვენი სახელი, ან ჩვენი ნებისმიერი სასაქონლო ნიშანი, ლოგო, სახელი და ნებისმიერი სხვა ბრენდის გამოსარჩევი ნიშანი. ნებისმიერი უკუკავშირი, კომენტარი ან რჩევა, რომელსაც თქვენ წარადგენთ ჩვენზე ან ჩვენს კურსებზე არის სრულიად ნებაყოფლობითი და ჩვენ შეგვიძლია, რომ გამოვიყენოთ ასეთი უკუკავშირი, კომენტარი ან რჩევა, როგორც მიგვაჩნია სწორად თქვენს მიმართ რაიმე ვალდებულების გარეშე.

თქვენ არ გაქვთ უფლება განახორციელოთ ქვემოთ მოცემული, როდესაც გაქვთ წვდომა ჩვენს პლატფორმაზე და მომსახურებაზე:

  • მიიღოთ, ჩაერიოთ ან გამოიყენოთ ვებ-გვერდით არასაჯარო ნაწილი და ჩვენი კომპიუტერული სისტემები.
  • გათიშოთ, ჩაერიოთ ან ცადოთ რომ გვერდი აუაროთ ჩვენი ვებგვერდის ნებისმიერ მახასიათებელს, რაც დაკავშირებულია სისტემის დაცვის უსაფრთხოებასთან.
  • დააკოპიროთ, შეცვალოთ ან სხვაგვარად ცადოთ ვებ-გვერდის ან მისი შინაარსის source კოდის მიღება.
  • ნებისმიერი გზით გამოიყენოთ კურსი, რათა გაგზავნოთ, შეცვლილი, მოტყუებითი ან არასწორი წყაროთი იდენტიფიცირებადი ინფორმაცია (როგორიც არის ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია, რათა მოტყუებით წარმოადგინოთ თავი, როგორც კომპანია); ან ჩაერიოთ, ან ხელი შეუშალოთ (ან ცადოთ) ნებისმიერი მომხმარებლის წვდომას, მათ შორის, ვირუსის გაგზავნით, გაჭედვით ან ნებისმიერი სხვა ფორმით, რომელიც ქმნის მომსახურების შეფერხებას.

გადახდა და საფასური

კურსის შეძენა შესაძლებელია ელექტრონული გადახდის სისტემით, გადახდები ხორციელდება Visa/Mc ბარათებით, Pay-Pal სისტემით. ბარათის მონაცემები ინახება თიბისი ბანკის დაცულ გვერდზე, ამასთან, ონლაინ გადახდის და პირადი ინფორმაციის დაცვა ხდება SSL გამოყენებით.

კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს კურსის საფასური.

მომხმარებელი ვიდეო გაკვეთილებზე წვდომას შეძლებს საიტზე რეგისტრაციისა და შესაბამისი პროდუქტის საფასურის გადახდის შემდეგ.

პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა

თუ პროგრამაში აღმოჩნდება ჩვენი მიზეზით დაშვებული შეცდომა ან სხვა რამ ხარვეზი, მაგალითად, თუ ვერ იტვირთება პროგრამა, ჩვენ ამ ხარვეზს აღმოვფხვრით, მაგრამ პროდუქტის დაბრუნება და შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მოხდება თუ ნებისმიერი ნაწილის ერთი გაკვეთილი მაინც იქნება ნანახი - ამიტომ მომხმარებელს აქვ საშუალება დეტალურად ნახოს წინასწარ და შეაფასოს რამდენად ჭირდება ეს პროდუქტი ესა თუ ის კონკრეტული პროდუქტი

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

კომპანია და მისი შესაბამისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის გამოყენებით

კომპანია არ აგებს პასუხს ვებ-გვერდის გამოყენებით განხორციელებული გადახდის ტექნიკურ შეფერხებაზე, დეფექტზე, გადახდის ოპერაციის გაუქმებაზე/შეჩერებაზე, კომპიუტერულ ვირუსზე ან სისტემის გაუმართაობაზე. აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ შექმნილი გაუგებრობის შემთხვევაში, ჩვენ არ ვეცდებით, დავიცვათ მომხმარებლის ინტერესები შესაძლებლობის ფარგლებში.

კომპანია არ აგებს პასუხს ვირუსზე, რომელი წყაროდანაც ან რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ის გავრცელებული, რადგან ითვლება რომ თავად კომპანიაც ამ სავარაუდო ვირუსის მსხვერპლად ჩაითვლება.

კონფიდენციალურობა

კომპანია უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კომპანია რეგისტრირებული მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით, რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების გასაწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ჩვენი მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება თქვენი წინასწარი თანხმობით, ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების ჩვენთვის მოწოდების დროს

ვებ-გვერდის სტუმრობისას, თქვენ მიერ დატოვებული ნებისმიერი „ელექტრონული ნაკვალევი", შესაძლოა გამოყენებულ იქნას კომპანიის დამახასიათებელი ტექნიკური ოპერაციების განსახორციელებლად, სტატისტიკის საწარმოებლად, ან საიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიისთვის მინიჭებულ უფლებას, გაუგზავნოს მომხმარებელს შეტყობინება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით: მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა) ვებ-გვერდზე მითითებული პროდუქტისა, თუ მომსახურების თაობაზე.

ინტელექტუალური საკუთრება

ვებ-გვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება კომპანიის საავტორო უფლება. კომპანიის ექსკლუზიური უფლებები ვრცელდება ასევე კომპანიის მიერ შექმნილ და რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე, მათ შორის მის კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე და კურსებზე.

კომპაინის საავტორო (©) და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება წინამდებარე ვებ-გვერდსა და მასზე არსებულ მთელ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით).

აკრძალულია წინამდებარე ვებ-გვერდზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, კომპანიის მიერ შექმნილი ვიზუალური მედია და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში) კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. კომპანიის თანხმობა არ არის საჭირო, თუ წინამდებარე მონაცემების გამოყენება ხორციელდება არაკომერციული, პირადი მიზნებისთვის და იმ შემთხვევებში, როცა წინასწარ თანხმობას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, ან შესაბამისი საერთაშორისო რეგულაცია.

ინტელექტუალური საკუთრების ვებ-გვერდზე მითითება არ ნიშნავს მომხმარებლისათვის მის გამოყენებაზე ლიცენზიის მინიჭებას. ვებ-გვერდიდან მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის კომერციული მიზნებისთვის გადმოწერა, ან ასლის დამზადება ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად.

წესებსა და პირობებში მითითებული არცერთი განაწესი არ განიჭებთ უფლებას, ან ლიცენზიას წინამდებარე მუხლში ჩამოთვლილი კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებაზე.

ცვლილებები

კომპანია უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს წინამდებარე წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.

მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგულარულად გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. თქვენ მიერ ვებ-გვერდზე სტუმრობა/მითითებული ინფორმაციის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს თქვენს დათანხმებას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე.

დამატებითი პირობები

თქვენ ადასტურებთ, რომ რეგისტრაციით, წვდომით ან ჩვენი მომსახურების გამოყენებით თქვენ დებთ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას კომპანიასთან. თუ არ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს, არ დარეგისტრირდეთ, არ გქონდეთ წვდომა ან სხვაგვარად არ გამოიყენოთ ჩვენი სერვისები.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დროულად რა გამოვიყენებთ ჩვენს უფლებებს, აღნიშნული არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ ამ პირობებით მონიჭებულ უფლებებზე და ჩვენ შესაძლოა სამომავლოდ გადავწყვიტოთ მათი აღსრულება

მარეგულირებელი სამართალი და იურისდიქცია

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

დავის წარმოშობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკონტაქტო ინფორმაცია

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციას, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობითი სახით მისამართზე: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის 12, ბინა 25, ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: [email protected]

მადლობა რომ სწავლობთ ჩვენთან ერთად!